ნატა გულიაშვილის მიერ შესრულებულ ცეკვას სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტში “შენ შეგიძლია ცეკვა” მან ნინო ქათამაძის სიმღერაზე “ქუჩაში ერთხელ” იცეკვა. როგორც ნატამ განაცხადა, მან ეს ცეკვა, ერთ კვირაში, დამოუკიდებლად დადგა. დიდი მონდომების მიუხედავად, ნატამ პროექტის ჟიურის თავი ვერ მოაწონა. ნატამ უკმაყოფილება ვერ დამალა, მან განაცხადა რომ პროექტის მეორე ტურში ნათია რთველიაშვილმა არ გადაიყვანა. ნატას გამოსვლამ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა. თინეიჯერებმა ვიდეორგოლები გადაიღეს, სადაც ნატას აშარჟებენ, ერთ-ერთ ვიდეორგოლს თავად ნინო ქათამაძეც გამოეხმაურა და კომენტარებში დაწერა, რომ სიგიჟეები ძალიან მოსწონს.
https://www.youtube.com/watch?v=uPaofNhP970