“ჩემი ცოლის დაქალების“ გუშინდელმა სერიებმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით, დოჩი ალიშბაიას პერსონაჟი სარგებლობს, რომელზეც თითქმის მთელი საქართველო ლაპარაკობს.
თავის მხრივ, ამ როლის შემსრულებელი, ნანუკა გულუაც ძალიან ბედნიერია და ფეისბუქის გვერდიდან საზოგადოებას მადლობას უხდის. “არამიწიერი მადლობა!!! გული გამისკდება უბრალოდ! როგორ მიყვარხართ!!!” – წერს მსახიობი.