ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ ამბავზე: „ვისთან ვიყვიროთ, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ ყველას, ვინც ქალზე აწევს ხელს…“

0
1642

მსახიობი ნანუკა გულუა ეხმაურება იმ საზარელ ამბავს, რომელიც ხაშურში ახლახან დატრიალდა. ქმარმა, რომელსაც ცოლი არ ურიგდებოდა, მას დანით უმძიმესი ჭრილობები მიაყენა. ქალი ქირურგიულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის.

როგორც ნანუკა წერს:

„რა უნდა გავაკეთოთ, რამდენი ხელმოწერა შევაგროვოთ, სად დავდგეთ, ვისთან ვიყვიროთ, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ ყველას, ვინც ქალზე აწევს ხელს, დაემუქრება, დაიმონებს! გთხოვთ, „ცოტა მომითაქუნა რა უჭირს კაცო”-ს თქმა არ გაბედოთ, პატიება არ გაბედოთ, მოპწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია. ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გადმოხვიდეთ, სანამ არ გამოკეტავთ ციხეში! ცალკე ციხე აუშენეთ სამარცხვინო, მოძალადე კაცებს, “სამარადისო სავანე” დააწერეთ და ეყარონ იქ!!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here