„ჩემი ბიჭი 8 წლის გახდა“ – ასე დაასათაურა საბას ფოტო გასართობი ცენტრიდან ნანუკა ჟორჟოლიანმა. საბა ნანუკასა და ერეკლე კოდუას ვაჟია.
საბას დაბადების დღე ერთ-ერთ გასრთობ ცენტრში აღნიშნეს. დედიკომ მას ის ტორტი მიუტანა, რომელიც თავად საბამ შეუკვეთა, მასზე მამუკა გორგოძე და რაგბის ბურთია გამოსახული. როგორც ჩანს, პატარა საბა ქართული რაგბის აქტიური გულშემატკივარია. როგორც ნანუკა წერს, საბას ფეხბურთიც ძალიან უყვარს და სპორტის ამ სახეობაზე დადის, რონალდო უყვარს, თუმცა საბოლოოდ, ტორტზე დასახატად მაინც ქართველი მორაგბე აირჩია.
შეგახსენებთ, რომ ნანუკას ორი შვილი ჰყავს, პირველი ქორწინებიდან მარიამი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს, მეორე ქორწინებიდან კი – საბა. ტელეწამყანი ხშირად აღნიშნავს, რომ შვილებთან ურთიერთობისთვის უფრო მეტ დროს ისურვებდა.