ნანუკა ჟორჟოლიანის ჩანახატი სასტუმროში მოალერსე წყვილზე – “სექსი ცუდი სიტყვა არაა…”

0
41

ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ჩანახატს ცნობილი ამბის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელებში აიტაცეს. საუბარია ჟურნალისტზე, რომელმაც “რედისონის” მეთხუტმეტე სართულზე სექსით დაკავებული წყვილი დაინახა და სასტუმროს ამ “უმსგავსობის” აღკვეთა მოსთხოვა.

“მთელი წელი ელოდები შვებულებას. თან, პარალელურად სულ ეძებ ადგილს, სადაც უნდა წახვიდე. გუგლავ, მეგობრებს ეკითხები…

გადახედავ ბიუჯეტს, რომელიც მეგობრების მიერ შემოთავაზებული ქვეყნიდან ერთ–ერთს აშკარად არ გყოფნის. მეორემ არ მოგხიბლა. არადა გინდა ეს შვებულება მაგარი გამოვიდეს. 1. იმიტომ რომ მთელი წელი ელოდებოდი. 2. თან მეგობარ ბიჭთან ერთად მიდიხარ.

ზუსტად ამ დროს იგებ, რომ არის ასეთი ქვეყანა საქართველო. მაგარი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობის თუ ვერა, ვიზა ლიბერალიზაციის ღირსი გახდა.

არკვევ დეტალებს და კი იგებ უცნაურ ამბებს, ( მაგალითად იმას, რომ აქ არ იბიარდობენ, ან იმას რომ დედაქალაქის ქუჩებში ბეგემოტს უსეირნია, ან იმას, რომ ქალაქის ცენტრში, უცნაურ სახლში ცხოვრობს, ჟირაფი, ზვიგენი, პინგვინი ერთად) მაგრამ ასევე იგებ, რომ ამ ქვეყანაში საოცარი რაღაცეების ნახვაც შეიძლება და მიფრინავ.

ჩადიხარ (სხვათა შორის კარგად იმგზავრე), არ დაღლილხარ. უკვე დაჯავშნილი გაქვს ადგილი გაბრიაძის კაფეში. გირჩიეს, რომ გემრიელად შეჭამ და ქალაქის დათვალიერება ამ ადგილიდან ჯობია.

მოკლედ, შედიხარ სასტუმროში, ივლებ შხაპს, და მაშინ როდესაც ყველაზე სასიამოვნო წუთებს შხაპგადავლებული ( ეს მთავარი დეტალია) ატარებ შენს ბიჭთან ერთად, ანუ სექსი გაქვს მასთან და იმ ყველაზე მაგარ წამს იხედები ფანჯარაში ((სასტუმრო ხედის გამო შეარჩია), რას ხედავ, შენს ფანჯარას უყურებს ქალი, (ჭოგრიტით ხელში) და თან თვალებზე ხელს იფარებს. (ისე რომ ჩანდეს) ეს ქალი გაოგნებული იყურება… იმიტომ, რომ ვერ გაუგია ამ ყველაფერს როგორ აკეთებ დღე, ( ჩვენთან სექსი მხოლოდ ღამით მოსულა) მერე გაოგნებულია, რომ ეს ყველაფერი ფეხზე დამდგარი ხდება ( აქამდე ასე არ ენახა) და ბოლოს გაოგნებული იყურება იმიტომ, რომ ეს ხდება საერთოდ.

და ისე შურს შენი, ისე შურს, რომ მიდის და დაცვას ეუბნება – გაჩერდესო:)

იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ბეგემოტიც დადის ქუჩაში. ზვიგენი, პინგვინი და ჟირაფიც ერთად ცხოვრობენ, მაგრამ სექსი არ აქვთ.

‪#‎სექსიცუდისიტყვაარაა‬

‪#‎არტეხავს‬

‪#‎დაბანააუცილებელია‬

ვიცი ჩამქოლავთ, მაგრამ არ მადარდებს ამჯერად ეგ ამბავი“ – აღნიშნავს ნანუკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here