ნანუკა ჟორჟოლიანი უსექსობის აკრძალვას ითხოვს

0
25

ნანუკა ჟორჟოლიანი, ისევე, როგორც თითქმის მთელი სოციალური ქსელი, სიგარეტის გაძვირებასთან დაკავშირებულ ახალ ამბავს გამოეხმაურა და შეადგინა ჩამონათვალი, კიდევ რისი გაძვირება იქნება “კარგი”.

“გავიგე, რომ თურმე ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ და იქნებ, სიგარეტის გაძვირებას დაამატოთ:
1. Fast food-ის აკრძალვა ( მავნებელია ჯანმრთელობისთვის)
ისევე როგორც:
2. სასმელი
3. ღორის ხორცი ( ზოგადად ქართული სამზარეულო)
4. გამონაბოლქვი ქალაქში
5. ნერვიულობა ( განსაკუთრებით ცუდია ჯანმრთელობისთვის)
6. უსექსობა ( რომელიც დანერვოზებულ ერს ეტყობა), ჭოგრიტით რომ არ უყურონ სხვის სექსს სასტუმროებში 🙂
7. იძულებითი გავხადოთ ბანაობა, მინიმუმ წყლის გადავლება, იმიტომ, რომ რთულია თქვა, ჩვენს ჯანმრთელობას სიგარეტის კვამლი უფრო აზიანებს, თუ ოფლის ოხშივარი!
ისედაც ფარისეველ ერს, არ გვინდა ეს სხვის ჯანმრთელობაზე ასე შეწუხება. ყველამ საკუთარს მივხედოთ”. – აღნიშნავს ნანუკა სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here