26.8 C
Tbilisi
Saturday, August 6, 2022

ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ნიჟარაძეს მიმართავს: „განსაკუთრებით გამიკვირდა შენი დაბლოკვის ამბავი…“

ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ნიჟარაძეს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც იცით, მომღერალმა რამდენიმე დღის წინ მარინა ბერიძის რუბრიკაში ისაუბრა, თუ როგორ გაუკვირდა, როდესაც მიუზიკლებისადმი მიძღვნილ თბილისობის კონცერტში მონაწილეობა არ შესთავაზეს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ თემასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა:

„Sofia Nizharadze – განსაკუთრებით გამიკვირდა შენი დაბლოკვის ამბავი, როცა გავიგე, რომ რეჟისორი დოია. იმედია, შენ მაინც გითხრა შენმა უახლოესმა მეგობარმა, ვინ დატოვა თბილისობის მიუზიკლი, თითქმის ერთადერთი მიუზიკლის შემსრულებლის გარეშე“.

ნანუკა დასძენს: „იმედია სოფოსაც დაუდგამენ საკომპესაციო სპექტაკლს, წარმოდგენას თეატრში. ვიყიდი ბილეთს, ისევე როგორც ვიყიდე ნატო მეტონიძეზე და აუცილებლად ვნახავ“.

დათო დოიაშვილმა უკვე გააკეთა კომენტარი „ფორტუნასთან“ ამ თემასთან დაკავშირებით. Fortuna.ge-ს კითხვაზე, ელოდება თუ არა კრიტიკას, განსაკუთრებით, იმ მომღერლებისგან, რომლებიც კონცერტზე არ მიიწვიეს, რეჟისორმა უპასუხა:

„აუცილებლად იქნება ახლაც. შეუძლებელია იმხელა კონცერტის მოწყობა, რომ ყველა მომღერალმა მიიღოს მონაწილეობა, მაშინ დილიდან საღამომდე უნდა გაგრძელდეს გაუჩერებლად. ვიღაცას გული ყოველთვის დასწყდება…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები