ნანუკა ჟორჟოლიანი სექტემბრიდან ახალ გადაცემას იწყებს

0
24

ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან “რუსთავი 2“-ის ეთერში სრულიად ახალ გადაცემას დაიწყებს, ახალი სტუდიიდან. “ნანუკას შოუს“ კი, რომელმაც ექვსწლიანი არსებობის პერიოდი გაიარა, დახურავს.

ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ თავისი გუნდით სრულიად განსხვავებულ პროექტს შემოგვთავაზებს. გუშინდელი გადაცემის შემდეგ, მან სოციალურ ქსელში ამ თემაზე სტატუსიც დაწერა:

“მადლობა დღევანდელი რეიტინგისთვის.

მადლობა ყველა ოთხშაბათისთვის!

სექტემბრიდან ბევრ სიახლეს გპირდებით. იმედია, ჩვენ შევძლებთ რაღაც ახალის და საინტერესოს გაკეთებას.
ერთადერთი რასაც წინასწარ გაგიმხელთ არის ის, რომ ბუნებრივია, ჩვენ არ გავალთ ჩვენი სეგმენტიდან და არანაირი პოლიტიკა არ იქნება გადაცემაში.

ჩვენ გადაცემას ვაკეთებთ ყველაზე და ყველასთვის“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here