ნანუკა ჟორჟოლიანი სექსის შესახებ გადაცემაზე – “ეს არის ტყუილი, რომელშიც შვილი “გამომიჭერს“

0
43

ნანუკა ჟორჟოლიანი იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც მის გადაცემას უყურა და საკუთარი მოსაზრებები სოციალურ ქსელში გამოთქვა. მისი თქმით, გუშინდელი გადაცემის შემდეგ, რომელიც სექსს ეძღვნებოდა, ფეისბუქი აფეთქდა.

“აფეთქდა ფეისბუკი“ 🙂 ეს კარგია. არადა, ხალხის ერთ ნაწილს რომ ჰკითხო, ვიღას უკვირს დღეს სექსის თემაო?! გადახედეთ კომენტარებს და მიხვდებით, რომ ამ ქვეყანაში ბავშვების უმრავლესობა ჯერ კიდევ წეროებს მოჰყავთ:)

ყველაზე დიდი აღფშოთება მოჰყვა ჩემს პასუხს კითხვაზე, რას ვუპასუხებდი შვილს, რომელიც კაცისა და კაცის “კოცნაობას“, “ზასაობას“ (რაც გინდათ ის დაარქვით) დაინახავდა 🙂

არ ვუპასუხებ, რომ სიყვარული მარტო ქალს და კაცს შორის არსებობს. იმიტომ, რომ ეს ტყუილია. მოსწონს ეს ვიღაცას, თუ არ მოსწონს… მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ტყუილი, რომელშიც შვილი “გამომიჭერს“, გაიზრდება თუ არა:)

არის თუ არა ნორმა? მაგარი უცნაური სიტყვაა. ვისთვის ვინ და ვისთვის რა არის ნორმალური.

წყვილებზე გადაცემას ვაკეთებდი და ერთი გაგვახსენდა. ცოლი ჰყავს 22 წლით უმცროსი… ტრადიციული ქართული ოჯახი აქვთ, შვილები, ვახშამი მაგიდასთან, სიდედრზე ანეკდოტები, ცოლი “კუხნაში“ (ფანტასტიკურად ამზადებს)… არის თუ არა ნორმა?! როცა შვილზე პატარა ცოლი გყავს? ვიღაცისთვის არა. ვიღაცისთვის –კი.

მე კიდევ მგონია, რომ ნორმაა ყველაფერი, სადაც სიყვარულია. იმიტომ, რომ ღმერთია ჩემთვის სიყვარული.

და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გიყვარს. ქალი თუ კაცი, ქრისტიანი თუ მუსულმანი, რუსი თუ ამერიკელი, დედა თუ დედინაცვალი. როცა გიყვარს ადამიანი ღმერთის მეგობარი ხარ. ღმერთმა კიდევ მაგარი მეგობრობა იცის. როცა ხედავს, რომ გჩაგრავენ მაგრად გიცავს. იქ არის სადაც შენ ხარ და არა ისინი ვინც გჩაგრავენ.

მის გარეშე ამ ქვეყანაზე არც არაფერი ხდება . ამიტომაც არის, რომ იცინის, როცა ჩვენ აქ რაღაცაზე ვბჭობთ…

დილა მშვიდობისა. წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას:)“ – აღნიშნავს ნანუკა ვრცელ მიმართვაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here