ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილი თანაწამყვანის ლევან როსტიაშვილისა და მსახიობ ლაშა კურტანიძის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მოკლედ,
-დააკავეს თუ არა როსტო და კურტანა?
– კი. ( სამწუხაროდ)
– ჰქონდათ თუ არა ის და იმდენი ნარკოტიკული საშუალებები რასაც მედია წერს?
– არა!!!! ჰეროინი არა, მეტადონი არა, სუბოტექსი არა. ქონდათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები, MDM, ექტაზი. რაც რაღაცეებს შეიცავს კიდევ…. რაც შეეხება რაოდენობას. ბევრია, ვიღაცისთვის ძალიან და ვინც იცის, რომ ფესტივალების დრო დგება არაა ბევრი. ( გამგები გაიგებს) თორემ ვიღაცისთვის სუბოტექსი და ექსტაზია იგივე. კარგი ლაინაფები გგონიათ არყის “მადლით” უხარია ქალაქს?.
– არანაირ რეალიზაციაზე საუბარი არ არის. ბრალშიც კი, მაგრამ მედია რისი მედიაა არ გააბუქოს:) განსკუთრებით მედიის ის ნაწილი, რომელიც ტყუილის გასავრცელებლად შეიქმნა მხოლოდ.
– მათ ბრალად ედებათ, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა.თავისი ეყოფათ ბიჭებს. ნუღარ უმატებთ. !!!
– არის თუ არა ეს ცუდი?
– ძალიან ცუდია. კანონის წინაშე, რომ ყველა ერთია მე ყველაზე კარგად მესმის. ეს ასე იყო მაშინაც, როცა ვიღაცეებისთვის “მაღალჩინოსნის” მეუღლე ვიყავი და ოჯახის წევრი მარიხუანის მოწევისთვისაც კი დამისაჯეს. ძალიან ცუდია ხელშეუხებელი ადამიანი და კარგ ტიპს ყოველთვის ურჩევნია ასეთი არ იყოს. მათ იკითხონ ვისაც ხელს ვერ ან არ კიდებენ. ჩვენთვის კანონი ყოველთვის კანონი იყო.
– წინა ცხოვრება რომ იყოს ანუ, დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში და ჩემს ადგილას იყვნენ დაიწყებდნენ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, დაკავშირებას, ზღაპრების მოგონებას. იქ სადაც წულუკიანი ოქრიკას ამართლებდა პოლიტიკისთვის ყველაფერი მოსულა, მაგრამ მე სპექტაკლებს ვერ დავდგამ და ტყუილს არ ვიტყვი. რაც იყო გითხარით. ვერაფერს ამის უკან ვერ ვხედავ.
– აბა, როგორ მიყვარს ორივე ეს რაში გადარდებთ. სენტიმენტებიც და სიბრაზეც ჩემია და მე მოვუვლი. ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი, რომლებიც პირველად დააკავეს ცხოვრებაში, ციხისთვის რომ არ მემეტება ესეც არ უნდა გაგიკვირდეთ.
– უბრალოდ, ქვეყანაში სადაც რეალიზატორები და მკვლელები შეიწყალეს იმედს ვიტოვებ, რომ ორი “ქლაბერი” ბიჭი ციხეში დიდხანს არავის უნდა.“