ნანუკა ჟორჟოლიანი: „პანიკური შეტევების შემდეგ ცხოვრების სხვა ეტაპი დამიდგა…“

0
583

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 24 საათი ბედნიერია, „როცა მძინავს, მაშინაც“, დასძენს ტელეწამყვანი.

კითხვაზე, იქნება თუ არა მისი გადაცემა ეთერში, სანამ ის მაჟორიტარად იყრის კენჭს, ნანუკა პასუხობს, რომ გადაცემა ჩვეულებრივად გავა ეთერში, წყალტუბოდან კვირაში ერთხელ ჩამოვა მის ჩასაწერად. არჩევნების შემდეგ კი, შედეგის მიხედვით გადაწყვეტს გადაცემის ეთერში ყოფნის ბედს.

ნანუკა ასევე შეეეო ყველაზე მტკივნეულს, დედის გარდაცვალების თემას და აღნიშნა, რომ ეს თემა ჩაკეტილი აქვს და სულ ბოლო სკივრში შეინახა, სხვანარად არჩევნებში მონაწილეობის ძალას ვერ იპოვიდა – „ახლა, როდესაც ამ ბრძოლაში შევედი და საერთოდ სხვა, რადიკალურად სხვა ენერგია მინდა, დაჯის თემა ჩავკეტე, თორემ სხვაგვარად ამ ომს ვერ მოვიგებ, რადგან ეს ამბავი მასუსტებს. ერთ რამე ს ვიტყვი მხოლოდ – ძალიან რთულია დაობლება. მგონია, რომ ჭიპლარი წყდება სამაყროსთან დედის გარდაცვალების შემდეგ. მარტო რჩები, ასაკშიც მაგ დროს შედიხარ. ახლა ის ეტაპი მაქვს, სიცხე რომ მომცეს, არ ვიცი, ვის დავურეკო, რა დავლიო, საჭმელი ნიგვზით გავაკეთო თუ სხვა რამით… პირობითად ვამბობ ამ თემებს, დედაჩემი თან ჩემი მეგობარი იყო…“

როგორც ნანუკა ამბობს, ზოგადად პანიკური შეტევების შემდეგ ცხოვრების სხვა ეტაპი დაუდგა და ახლა ძალიან უყვარს სახლში ყოფნა და საჭმლის კეთება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here