ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს

0
1883

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„მეგობრებო, ჩვენს ქვეყანას თავს აფარებდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც შუა თბილისიდან, დღისით, მზისით გაიტაცეს. თავზე ტომარა დააფარეს და გადაიყვანეს (უპასპორტოდ) აზერბაიჯანში.

სირცხვილია! ძალიან ცუდი საქციელია და მერე რა, რომ ეს თქვენ, პირადად, არ გეხებათ. ხმა უნდა ამოვიღოთ და ვთქვათ, არა! ჩვენ არ ვართ ასეთი სახელმწიფო! ჩვენთან ასე არ ბნელა! ჩვენ არ გვყავს ადამიანის გამტაცებელი პოლიცია (სუსი). და თუ მეტყვით, რომ ეს მათ არ გაუკეთებიათ, მთლად უარესი.

ვუთხრათ ხელისუფლებას რომ ასე, მხოლოდ უთავმოყვარეო ქვეყანა იქცევა!“

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ, ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

გაირკვა რომ ის აზერბაიჯანის სპეც-სამსახურებმა ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლში დააკავეს, სადაც პასპორტის გარეშე გადაადგილდებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here