ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს ბოდიშს უხდის: „მაპატიეთ ჩემი ხავილი…“

0
1275

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში „მხოლოდ ქართულის“ ზედმეტად ხმამაღლა წაყვანისთვის გააკრიტიკეს. კომენტარებში წამყვანს სთხოვდნენ, უფრო ხმადაბლა გამოეცხადებინა გამომსვლელები.

როგორც ჩანს, ნანუკამ შენიშვნა მიიღო მას შემდეგ, რაც ჩანაწერს უყურა და შემდეგი რამ დაწერა სოციალურ ქსელში:

„გილოცავთ მხოლოდ ქართულის დაწყებას. ამდენი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენას. ქართული სიმღერების გაცოცხლებას. მართლა ეროვნული პროექტია, რომელიც დროს გაუძლებს.

p.s. დღეს ვუყურე ჩანაწერს და მაპატიეთ ჩემი ხავილი. გუშინ, მარტო ფილარმონიისთვის მიმყავდა თურმე საღამო და დამვიწყებია რომ საეთერო პროექტია. შემდეგ გადაცემებში აღარ ვიზამ ასე“

მოგვიანებით, ტელეჟურნალისტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი იმიჯის შექმნაში მონაწილეობდა, მათ შორის „კომოდს“ პიჯაკისთვის, მიშა გასიტაშვილს, – ვარცხნილობისთვის და მარი გოშხეთელიანს, თავის მუდმივ ვიზაჟისტს, მაკიაჟისთვის.

ფოტოები: ნიკოლოზ ურუშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here