ნანუკა ჟორჟოლიანი კახი კალაძეს ორღობის ჭორიკანას ეძახის

0
71

“აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში…“

ნანუკა ჟორჟოლიანი კახი კალაძის შესახებ ვრცელ პოსტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და მას დაუნახავსა და ორღობის ჭორიკანას ეძახის.

“კახი კალაძე დიდხანს და უშედეგოდ ეძებდა კრიმინალების მიერ გატაცებულ ძმას. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. იყო ბევრი უძილო ღამე, დაკითხული ათობით მოწმე… არეული კვალი… და მაინც არ ნებდებოდნენ პოლიციელები და გამომძიებლები. ამ პოლიციელებს შორის იყო ერეკლე კოდუა, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ცნობილი ფეხბურთელის ოჯახს, გაეგო რეალურად, რა ტრაგედია დატრიალდა მის თავს. საქმე გაიხსნა.

აღარ ვყვები რამდენჯერ მოატყუეს ოჯახი, გადაახდევინეს ძალიან დიდი ფული… გადააგდეს. აღარ ვყვები, როგორ ატყუებდნენ მათ, რომ გატაცებული ბავშვი ცოცხალი იყო…
ამ ყველაფრის შემდეგ, დაჯდე და ორღობის ჭორიკანასავით ილაპარაკო ერეკლე კოდუაზე, იმაზე მეტად ტეხავს, ვიდრე რემენასთან ძმაკაცობა და ორი ავტოგოლი. როცა ხარ დაუნახავი და უმადური, ხარ ასეთი ყველასთან. როცა ამას ივიწყებ, დაივიწყებ ყველაფერს ამ ქვეყანაზე. მათ შორის ვალდებულებებსაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. დანარჩენს გავარკვევთ სასამართლოში, სადაც აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს…“