ნანუკა ჟორჟოლიანი: „ირაკლი კოდუა წარსულში დავტოვე…“

0
1606

ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ადამიანების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ მისი ცხოვრების მიღმა. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ყოფილ მეუღლესთან აბსოლუტურად არანაირი შეხება აღარ აქვს. ირაკლი კოდუას აქვს ურთიერთობა თავის შვილთან, ოღონდ ნანუკას ჩარევის გარეშე.

– ბევრი ადამიანი დარჩა დაკეტილ კარს მიღმა?

– ჩემს ცხოვრებაში არის ორი მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც სამუდამოდ უკან დარჩა და ჩემთვის დასრულდნენ. ერთ-ერთი არის ის, ვინც დღეს „რუსთავი 2–ში“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს და მეორე – ირაკლი, ადამიანი, რომელიც დავტოვე წარსულში და კარი გამოვუკეტე. ჩვენ დღეს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ორი წელია, აბსოლუტურად არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ის უკავშირდება თავის შვილს, ჩემ გარეშე, ეს მე არ მეხება. ბოლო წლებში ჩემი ცხოვრება დავარესტარტე. ეს მოხდა პანიკური შეტევების შემდეგ და მოჰყვა იმ განცდებს, რაც ირაკლის გამო მქონდა. გადავარესტარტე ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, წესი… ასე მომიწია, უნდა მეზრუნა ამაზე. ალბათ, გავიზარდე კიდეც, დავამარცხე ერთი მთავარი თვისება – მალე აღარ ვბრაზდები, ახლა ვუყურებ ცხოვრებას და ვტკბები. ვტკბები ჩემი შვილით, მარიამით, ვხედავ, მასშია ყველაფერი, რაც მე ვერ გავეკეთე და რაც ვერ მოვასწარი. ის, რაც არ მქონდა და მინდოდა, მქონოდა. მარიამშია თავმოყრილი გაწონასწორებული ხასიათი, სიმშვიდე, სიდინჯე, კარგი განათლება, რომელიც მან მიიღო ამერიკაში – ნიუ-იორკსა და ბოსტონში და ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here