28.8 C
Tbilisi
Friday, August 5, 2022

ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი სიგუას ისევ უპირისპირდება: „ეყოს ის დაფინანსება, რასაც ხელისუფლებისგან იღებდა…“

ახლახან ცნობილი გახდა, რომ გიორგი სიგუას „ჯემ ფესტის“ ჩასატარებლად სახელმწიფომ მიწა აღარ მისცა. ღონისძიების ორგანიზატორმა სახელმწიფოს მიწის დასაქირავებლად მას შემდეგ მიმართა, რაც ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებული ჰქონდა. წელს სახელმწიფომ ანაკლიაში მუსიკალური ღონისძიების გამართვა „ბლექ სი არენას“ გუნდს დაავალა, რომელსაც ანი კავლელიშვილი ხელმძღვანელობს.

ამ თემაზე „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტი ნიკა გვარამიამ გააზიარა და აღნიშნა, რომ „ბიუჯეტისთვის უფასო, უკვე გამოცდილი ადამიანების მიერ უკვე რეპუტაციის მქონე ღონისძიებას უარს ეუბნებიან და იმავე რიცხვებში, იმავე ლოკაციაზე, მილიონებიან გაურკვეველ ღონისძიებას გეგმავენ…“

გვარამიას მიერ გაზიარებულ ამ მოსაზრებას გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც სიგუას მიერ გაკეთებული „ჯემ ფესტი“ წინა წელსაც გააკრიტიკა, რის გამოც გიორგიმ ის შამპანურით გაწუწა…

როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, შერიგების ნიშნად, ნანუკამ და გიორგიმ ერთობლივი ფოტო გადაიღეს, ტელეწამყვანი სიგუას ორგანიზატორულ ნიჭზე ზუსტად იმავე აზრისაა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა:

„თუ გიორგი სიგუას ეუბნებიან უარს, ძალიანაც კარგი. ეყოს ის დაფინანსება, რასაც ხელისუფლებისგან იღებდა და არამხოლოდ დაფინანსებას. ვინც ყოფილა ბოლოს მის მიერ მოწყობილ ფესტივალზე, ზუსტად იცის, რა ჭაობადაც გადააქციეს მზის გული ანაკლია“.

ნანუკას ამ კომენტარს გიორგი სიგუა გამოეხმაურა და დაწერა, რომ როგორც ჩანს, ნანუკამ შამპანური ვერ მოინელა…

ამ დისკუსიაში ასევე ჩაერთო კიდევ ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი, ილო ნიკოლაშვილი, რომელმაც დაწერა, რომ სიგუამ შუბლის ძარღვი მაშინ გაიწყვიტა, როცა გამოაცხადა, რომ თუკი სახელმწიფო მას მიწას ანაკლიაში არ მისცემდა, „ჯემ ფესტს“ აფხაზეთში ჩაატარებდა. ილო ნიკოლაშვილი წერს: „არც შუბლის ძარღვი ჰქონია ოდესმე და არც ეროვნული ინტერესები ყოფილა მისთვის წითელი ხაზი. ლოკაციის მოძებნა ოკუპირებულ აფხაზეთში არ გაუჭირდება. თვითონ იმუქრებოდა, იქ ჩავატარებ ჯემ ფესტსო.

დიდი ამბავი, თუ იქ ეთნოწმენდა მოაწყვეს, დიდი ამბავი, თუ 500 ათასი ადამიანი გამოყარეს და ათიათასობით მოკლეს. გიორგი სიგუა პირობას დააყენებს, თუ მიწას არ მომცემთ, აფხაზეთში ჩავატარებო!!! ❤❤❤❤

ოკუპაციის კანონიც არ კიდია? ფსოუდან საქართველოში კანონის დარღვევით შემოსულ რუსებს გაართობს. ❤❤❤

კიდე კარგად უდგას ამ ქვეყანას სული.“

„ჯემ ფესტის“ ორგანიზატორი ამ შეფასებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. ზოგადად კი, გიორგი სიგუამ აღნიშნა:

„4 წელია იქ ვქმნით, ვაკეთებთ, ვაშენებთ. ჯემ ფესტი კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მავანი მერე მიგვეტმასნა, რაც დაინახა, კარგად საპიარო თემა იყო. რომ დავინახეთ, ამათი ნდობა და საქმის დაჭერა არ შეიძლებოდა. მოკრძალებით ვუთხარით: ბიძიებო, არაფერი გვინდა თქვენი, 9-12 აგვისტოს ვატარებთ ფესტივალს (სრულად ჩვენი რესურსებით), ერთადერთი, რასაც გთხოვ , მომაქირავე ოთხი (!!!) დღით მიწის ნაკვეთი და მე 30.000 ტურისტი მომყავს ანაკლიაში და განმუხურში, მომყავს მსოფლიო ვარსკვლავები და მომყავს მსოფლიო პრესა. არა!!! არ მოგცემთ მიწას, იმიტომ რომ ანაკლია ფესტივალის გარეშე არ დარჩესო (ვერ არის ხომ ვიღაც), ჩვენ ალტერნატიული უნდა ჩავატაროთო…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები