ნანუკა ჟორჟოლიანი გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. შეგახსენებთ, გუშინ 12 წლის გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მთის წვერიდან ჩამოსრიალებულმა 18 წლის ბიჭი, რომელიც როგორ შემდეგ გაირკვა, ნასვამი იყო, მას ისეთი ძალით დაეჯახა, რომ გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა…
სოციალურ ქსელებში ამ ამბის გავრცელების შემდეგ სპეციალური კანონის შემოღებას ითხოვენ, მათ შორისაა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც წერს:
“ამდენი სულელური კანონის მიღებას ჯობია მიიღოთ კანონი, მთის პატრულირების, თუ ინსპექტირების შესახებ.
გავამკაცროთ კონტროლი სასმელზე და ნასვამ ადამიანებს არ ჰქონდეთ სრიალის უფლება.
ასევე, იქ სადაც სრიალებენ ბავშვები მძიმე ტექნიკა არ მოძრაობდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. თუ ეს არ იქნება დაცული, არაფერს ფასი არ ააქვს.
არც კი მინდა წარმოვიდგინო რა ხდება იმ ბავშვის ოჯახში. ღმერთო, ყველას კარგად უმყოფე შვილი”.