ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს – „გთხოვთ, დამეხმაროთ…“

0
2129

„ფეისბუქზე“ აქტიურად ვრცელდება პოსტი, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ დაიკლო ნანუკა ჟორჟოლიანმა ზედმეტი წონა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანს ძალიან ბევრი ადამიანი აწუხებს კითხვით, დაიკლი თუ არა მითითებული პროგრამით.

ნანუკა აქვეყნებს პოსტს, სადაც აღნიშნავს, რომ არასდროს დაულევია არანაირი გასახდომი წამალი და რეკლამაში მის სახელსა და გვარს ტყუილად იყენებენ.

ნანუკა წერს:

„მეგობრებო, არასოდეს, არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია.

უფრო მეტიც, უკვე დავიწყეთ გარკვევა, რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც იტყუება ჩემი სახელით და შეცდომაში შეჰყავხართ თქვენ.

ეს კომპანია მოსკოვში საქმიანობს. საერთოდ არ არიან რეგისტრირებული საქართველოში. დავურეკეთ, ვითომ შეძენის კუთხით და ოპერატორმა აეროპორტის მაგისტრალზე მაწოდებენ წამალს, არც კი ვიცი, ვისგან ვყიდულობო.

სერიოზული აფიორაა და არ გაეხვიოთ. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, რომელსაც აშკარად შეექმნება საფრთხე ამ წამლის მიღების შემდეგ.

გთხოვთ, დამეხმაროთ ამ განცხადების გავრცელებაში. 50-ზე მეტ შეტყობინებას ვიღებ დღეში. როგორც ჩანს, ბევრი შედის შეცდომაში“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here