ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთია იმ სელებრითებს შორის, ვინც ზაზა ფაჩულიას უჭერს მხარს “ოლ სთარზე”. ჟურნალისტის ფეისბუქ გვერდზე ხშირად მოკრავთ თვალს წარწერას – “#NBAVOTE Zaza Pachulia”. რამდენიმე საათის წინ NBA-მ “ოლ სთარის” ახალი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ქართველ კალათბურთელს 299 584 ხმა აქვს, თუმცა კვლავ მერვე ადგილზეა.
მასთან დაკავშირებით ჟორჟოლიანმა ფეისბუქზე ახალი სტატუსი დაწერა. “ევროპის რა მოგახსენოთ და ამერიკა კი გავაოცეთ. ასჯერ დაგვთვალეს და ვერ მიხვდნენ, როგორ ვაკეთებთ ამას. დემარკუსი ფბ-ს აუქმებს მგონი. ჩვენ გიჟები ვართ. კარგია, როცა კეთილია ეს სიგიჟე. სიბოროტეში რომ გადადის იქ გვერხევა.” – წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.