ნანუკა ჟორჟოლიანი 20%-იან რეიტინგს აღნიშნავს – “წონაც 20 კილოა…“

0
26

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გუშინდელი გადაცემის რეიტინგს აღნიშნავს და წერს, რომ “ნანუკას შოუს“ რეიტინგი 20%-ს გაუტოლდა. “ასეთი მაღალი რეიტინგი ბოლო ერთი წელია, არ გვქონია. მოვსხენით ჩვენი და კონკურენტების ყველა რეკორდი! უღრმესი მადლობა თქვენ“ ყველა ჩვენს რესპონდენტს!..“

ნანუკა ამასთანავე ფოტოსაც ათავსებს სოციალურ ქსელში, სადაც როგორც თავად აღნიშნავს, ქართველი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის სამოსი აცვია. ტელეწამყვანს ვიზუალს უქებენ. მან ბოლო პერიოდში მართლაც ბევრი დაიკლო და კარგ ფორმაშია.

“წონაც 20 კილოა, მგონი“, “მგონი, ქართული ტელესივრცეს მსგავსი ელეგანტური ტელეწამყვანი არ ჰყავს“ – უწერენ ნანუკას კომენტარებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here