ნანკა კალატოზიშვილს, როგორც თავად წერს, სტანისლავ ბონდარენკოს ამსგავსებენ. მსახიობმა და ტელეწამყვანმა ახლახან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უკრაინელ მსახიობთან ერთად არის გადაღებული და დააწერა: “ამიგო, წავიკითხე, რომ არ ვიცი, რითი, მაგრამ ერთმანეთს გვამსგავებენ“. ამ ფოტოზე მას თავად ბონდარენკო ჰყავს მონიშნული.
ფოტომ და მასზე მინაწერმა ნანკას მეგობრები ძალიან გაამხიარულა. ქრისტინე იმედაძემ ნანკას კომპლიმენტი მისწერა: “მე შენ უფრო მომწონხარ“, რაზეც მსახიობმა უპასუხა: “რაღაც ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, სულ კაცებს მამსგავსებენ ამ ბოლო დროს…“
ამ ფოტოს ბონდარენკოც გამოეხმაურა: “ერთი სახეა…“