ნანკა კალატოზიშვილი თავისი ძმის სტატუსს აქვეყნებს, სადაც გიორგი კალატოზიშვილი წერს იმის შესახებ, რა არის ბედნიერება და აღნიშნავს, რომ მისთვის ბედნიერების მაგალითი ტყუპისცალი და, ნანკაა.
“რა არის ბედნიერება? ნანკას მაგალითზე ვხვდები, რა არის ბედნიერება და წარმატება და რამდენს ნიშნავს მოტივაცია. ბავშვობიდან ცოცხლობდა თავისი მომავალი პროფესიით – ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო მსახიობი. ზეწარს გააბამდა და აწყობდა სახლში ჯერ სათამაშოების მონაწილეობით სპექტაკლებს, შემდეგ თვითონაც შეუერთდა და სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა – ოჯახი ესწრებოდა სრული შემადგენლობით.
თინეიჯერმა მიშა ანთაძის თეატრში დაიწყო თამაში, წავიდა გასტროლებზე. მერე ჩააბარა თეატრალურში, ისწავლა ხელობა და ხელოვნება, ახლაც სწავლობს, თუ როგორ უყვარდეს კიდევ უფრო მეტად ერთიც და მეორეც. თამაშობდა იმ პერიოდიში, როცა კინო და თეატრიც ხელოვნურ სუთქვაზე ჰყავდათ… ტყუპები ვართ. მე 4 პროფესია გამოვიცვალე, ნანკამ ისწავლა გარდასახვა, მაგრამ თავისი თავის და მისიის ერთგული დარჩა. არასოდეს გადაუხვევია თავისი გზიდან, რადგან იმ ცხოვრებით ცხოვრობდა ყოველთვის, რომელიც უყვარდა და უყვარს. რა მაგარია, როცა ბედნიერი ხარ ბავშვობიდან. რა არის ბედნიერება? 100% გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ! გქონდეს მისია!“ – წერს გიორგი.
ნანკას კი ბედნიერების საკუთარი მსაზღვრელი აქვს.
“რა არის ბედნიერება? როცა ასეთი ძმა გყავს. როგორ მიყვარხარ და მეამაყები, ჩემო სუპერადამიანო. ბედნიერება შენ ხარ, ჩაპლინ“.