ნანკა კალატოზიშვილი: „როგორ სიამოვნებით დავემშვიდობებოდი ყველა პოლიტიკოსს, თავისი წარსულიანად…“

0
1235

ნანკა კალატოზიშვილი ბოლოდროინელ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ყველა ქართველ პოლიტიკოსს სიამოვნებით დაემშვიდობებოდა. გაეცანით მსახიობის სტატუსს:

„როგორ სიამოვნებით დავემშვიდობებოდი ყველა პოლიტიკოსს,თავისი წარსულიანად. სწორედ იმ წარსულიანად, რომლის გამოც ჩვეულებრივი ადამიანებიც კი შანტაჟის მსხვერპლად გვაქციეს.სიამოვნებით დავემშვიდობებოდი ამ შანტაჟისტებსაც და მეხსიერებიდან წავშლიდი ყველას. რატომ უნდა ენახა ამ თაობასაც ესეთი გულგრილობა,სისხლი და ძალიან მწყდება გული, მართლა, თაობა არ დარჩა რომ ნორმალური მოგონება ჰქონოდათ. მაგრამ ამ ახალი სახეების მოლოდინში ესე თავის დახრა და ყველაფრის გატარებაც წარმოუდგენელია. საკუთარი თავის პატივისცემის გარეშე როგორ ხდება ცხოვრება? ვინ რას თამაშობს და ვისას, ამას ისედაც ვერ გავიგებთ, ან ადრე თუ გვიან გავიგებთ, მაგრამ ისინი შეიძლება თამაშობენ და ჩვენ ვცხოვრობთ, გვიყვარს და ვიბრძვით, როგორც შეგვიძლია საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი უფლებებისთვის!

ჩვენ ხომ მაინც ვართ რეალურები, ადამიანები, რომლებიც არც სკამისთვის და არც ფულისთვის არ გავდივართ გარეთ! რეალურად გვტკივა და განვიცდით, რეალურები ვართ, დაგვინახეთ!!! ერთხელ მაინც აღიარეთ, რომ ჩვენ, ადამიანები, ვარსებობთ! პარტიები არაა საქართველო!“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here