ნანკა კალატოზიშვილი: „ერთსა და იმავეს ვითხოვთ და არა აქვს მნიშვნელობა ვარდისფერ თმას, ორიენტაციას, ეროვნებას…“

0
2770

ნანკა კალატოზიშვილი ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სისტემის დანგრევას ზუსტად ასე ითხოვდნენ, მაგრამ ნარკომანებს ეძახდნენ. მსახიობის მოსაზრებით, ახლა ყველა მიხვდება, რომ

ნანკა წერს:

„არადა, ზუსტად ესე ვითხოვდით სისტემის დანგრევას, რომელმაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, ბავშვიც კი, რომელმაც თავი მოიკლა, პოლიციიდან გამოსულმა. ვიცავდით ბახალას, სადაც ნოლი მტკიცებულებაა და 20 წლამდე უსჯიან და ეს ნორმა რატომ უნდა იყოს?! ვიცავდით და ბოზ…ები, ნარკომანები ხართო და ჩვენი სისხლის დაღვრასაც კი არ აპროტესტებდნენ.

საბედნიეროდ და მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს ყველა ერთად ვიდექით და მესმოდა – დაინგრეს სისტემა, უსამართლობა დასრულდესო. ჰოდა, პატივცემულო ადამიანებო! ერთმანეთის მოსმენას რომ ვისწავლით, და ალბათ, ადრე თუ გვიან, ვისწავლით, მივხვდებით, რომ ერთსა და იმავეს ვითხოვთ და მნიშვნელობა არა აქვს ვარდისფერ თმას, ორიენტაციას, ეროვნებას. თავისუფლებას, სამართალსა და ურთიერთპატივისცემას გისურვებთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here