ნანკა კალატოზიშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და პასუხობს იმ ბრალდებებს, რომლებიც მისი თქმით, გაისმა მას შემდეგ, რაც „მზარეულების“ მონაწილეთა სახელით „ჯიდიესს“ მიმართა, დროულად გადაუხადონ სერიალში მონაწილეობისთვის განკუთვნილი ჰონორარები.
ნანკა კალატოზიშვილი:
„ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ ძალიან საინტერესო მოსაზრებები წავიკითხე, რაც მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია, რადგან ყველა თავისი გაქანებიდან ფიქრობს, ან თუ არ ფიქრობს, შესაძლოა, სპეციალურადაც დაწერა ეს ყველაფერი. ძალიან ცოტა დააკლდათ ვიღაცებს, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არ შემრაცხეს. მინდა, გაგიწბილოთ იმედები. საერთოდ, ახლოს ნუ გამაკარებთ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს, არც ერთი პარტიის მიმდევარი არ ვყოფილვარ და სავარაუდოდ, არც ვიქნები, იმიტომ რომ არ მიყვარს პოლიტიკოსები და პოლიტიკა. იხილეთ სრულად