ნანკა კალატოზიშვილი აქვეყნებს შვილის, დანის ფოტოს და წერს, როგორი დამოკიდებულება აქვს მის შვილს ქუჩაში სეირნობის მიმართ. როგორც მსახიობი ამბობს, პატარა ხშირად ეკითხება, რატომ ერევა გული ქუჩაში სეირნობისას.
„რატომ მერევა გული ქუჩაში სეირნობისას? რატომ დგას ასეთი სუნი? ბოლოს მითხრა, არ ინერვიულო, ცოტ-ცოტას ვსუნთქავო. ეკონომიურ სუნთქვაზე გადავიდა 5 წლის ბავშვი თავისით. ეს შეგრძნება ალბათ ყოველთვის ემახსოვრება, როგორც მე მახსოვს, ბავშვობის გაყინული სახლები და აუცილებლად ეცოდინება ვის შეეძლო ამის მოგვარება და გულგრილი იყო, მეტიც, უბრალოდ ბოროტი!.. ამ თაობამ ჯერ არც იცის ვინ ხართ, ვინც ასე სწირავთ მათ სიცოცხლეს, მაგრამ უკვე ეზიზღებით. ვიღაც ბოროტი ორკები ხართ მათთვის, ვინც მათ ჯანმრთელობას თავს ესხმის.
ჯერ არ იციან, რომ ორკები დროებითი არსებები არიან ყოველთვის და ისტორიაში, ასეთი დამოკიდებულებით, ჯერ ერთიც არ დარჩენილა სამაგალითოდ. ეს ბავშვები აუცილებლად მოუყვებიან თავიანთ შვილებს, რა გადაიტანეს და მაინც გადარჩნენ, იმიტომ, რომ ეს ქალაქი ჩვენია და არ დავთმობთ!
ისტორიაში უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებზეც მოყვებიან შვილები, რომ საკუთარ ქალაქში უწევდათ ომი სუფთა ჰაერისთვის, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ხეებს და ისე უყვარდათ ერთმანეთი, შვილები და ქალაქი რომ მაინც გადარჩნენ! ეს ქალაქი ჩვენია და არ უნდა გვკლავდეს!!!!!“