საქართველოს კულტურის პალატა ცნობილი ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის სახელობის მუსიკალურ ფესტივალს აარსებს. ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დათო ოქიტაშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„ჩვენო მეგობრებო!!! დაფუძნდა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი „ნანი”❤, რომელიც ჩატარდება ყოველი წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში“.
ინიციატივას დათო ოქიტაშვილის „ფეისბუქის“ კედელზე დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.
ფოტო: ზაქარია ჭელიძე