„ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს ვუმღერებ“ – სოფო ბედია

0
2123

მომღერალი სოფო ბედია ხმამაღლა აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. წინასაარჩევნოდ მან მმართველი პარტიის მხარდასაჭერი კონცერტებით თითქმის მთელი საქართველო შემოიარა. სოფო საკუთარი გეგმების და პოლიტიკური ინტერესების შესახებ, ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

– სოფო სოციალურ ქსელში აქტიურად აანონსებდით, რომ სხვადასხვა რეგიონში კონცერტები გქონდათ. წინასაარჩევნოდ იყავით ასეთი დატვირთული?

– ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, რომ საარჩევნო კონცერტებში არის კარგი ანაზღაურება, ამას გარდა მნიშვნელოვანია ისიც, ამა თუ იმ პარტიის მიმართ სიმპატიები გქონდეს. მინდა დავაკონკრეტო, რომ არამხოლოდ იმიტომ ვუდგავარ „ქართულ ოცნებას: გვერდით, რომ ფულს მიხდიან, არამედ ვთვლი, რომ ერთადერთი რეალური ძალაა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. მთელი ოჯახი ამ პარტიას ვუდგავართ გვერდით და ამას არც ვმალავთ.

– წინა მთავრობის დროსაც გეძახდნენ საარჩევნო კონცერტებზე?

– არასდროს, მაგრამ რომც დაეძახათ არ ვიმღერებდი.

– რატომ?

– არ ვიცი, მე და ჩემს ძმას რა კრიტერიუმებით გვბლოკავდნენ. ცოცხალი შესრულება, ვიზუალი ხელს გვიწყობდა, რომ სცენაზე ვმდგარიყავით, მაგრამ რატომღაც არ გვეპატიჟებოდნენ. მათი პოლიტიკა ბევრ ჩემს ახლობელს შეეხო. ძალიან ცუდად, ამიტომ მათ კონცერტებს პირიქით, თავს ვარიდებდი. ერთადერთხელ იყო, რომ განმუხურში დაგვპატიჟეს კონცერტზე და რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. არ მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც ხალხზე ძალადობდნენ. ძლივს „გადავხარშე“ ციხის კადრები. არაც არასდროს ვუმღერებ მათ და იმედია არც დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here