6.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

მზადება მის მსოფლიოსთვის. ნია წივწივაძე კონკურსზე ჩინეთში მიემგზავრება

9 დეკემბერი, ლოკაცია ჩინეთი, მსოფლიო ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მფლობელის მოლოდინშია. გვირგვინისთვის კი საქართველოდან 1 მეტრისა და 74 სანტიმეტრის, დაახლოებით 90x60x90 პარამეტრებისა და მწვანე თვალების მფლობელი ქერათმიანი ლამაზმანი, 24 წლის ნია წივწივაძე იბრძოლებს. მზადება დაასრულა. უკვე შერჩეულია საღამოს კაბაც და ნაციონალური სამოსიც. პროგნოზები კი ასეთია: წელს ნია არა მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით გააოგნებს მსოფლიოს, არამედ ცეკვითაც, რომელსაც ის ჩოხაში შემოსილი წარადგენს. თუმცა, სანამ ფინალურ შოუს ვიხილავთ, გეტყვით, რომ ჩვენმა კამერებმა კულუარებშიც შეაღწიეს. ასე, რომ ერთად გავიგოთ, როგორი ემოციებით დატვირთული მიემგზავრება მის საქართველო 2018 მის მსოფლიოზე.

Latest Posts

ბოლო სიახლეები