“Mykita” ლუქს კატეგორიის სეგმენტისთვის გათვლილი ბრენდი და “კენარის” ივენთი

0
2209

სათვალე, რომელიც ასაკის თუ სქესის მიუხედავად ნებისმიერი ადამიანისთვის განუყრელი და საყვარელი აქსესუარია. ის არამარტო ხაზს უსვამს თქვენს სტილსა და იმიჯს, არამედ მზისგან ის დამცავი საშუალება, რომელიც აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. სილამაზის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია სწორად შეარჩიოთ სათვალე? ამისათვის კი ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანების რჩევა დაგჭირდებათ, როგორებიც ოპტიკურ მაღაზიათა ქსელ კენარში მოიძებნებიან. კომპანიამ თავიდანვე დაისახა მიზნად მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა განსაკუთრებული მომსახურება,ხარისხიანი პროდუქციის ფართო არჩევანი და სასიამოვნო გარემო. „კენარი“ მუდამ ზრუნავს მისი გუნდის განვითარებისთვის და პერიოდულად სხვადასხვა ბრენდის ტრენინგებს საქართველოში იწვევს. ამჯერად მათ Mykita-ს რეგიონალური მენეჯერი ვიტალის მარტინი ესტუმრა, რომელმაც თანამშრომლებს გააცნო ბრენდის სიახლეები, როგორც დიზაინის, ასევე მარკეტინგული და ტექნიკური კუთხით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here