„Musicbox“-ისა და „ფორტუნა +“-ის პროექტში გამარჯვებულმა წყვილმა ლოპოტაზე დაუვიწყარი დღეები გაატარა

0
1806

13 თებერვალს ტელეკომპანია „მიუზიკბოქსისა“ და „ფორტუნა +“-ის ერთობლივ ფოტოკონკურსში – „სიყვარული ერთ კადრში“ გამარჯვებული წყვილი გამოვლინდა. სალომე ჯანიაშვილისა და თორნიკე კოლელიშვილის რომანტიკულმა ფოტომ ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა ინტერნეტმომხმარებელს შორის.

წყვილმა 14 და 15 თებერვალი „ლოპოტა Spa Resort“-ში გაატარეს და როგორც თორნიკემ „მიუზიკბოქსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს დღეები მათთვის დაუვიწყარი იქნება.

თორნიკემ და სოფომ ერთმანეთი სამსახურში გაიცნეს, საერთო მეგობრისა და სოცქსელის საშუალებით კი დაახლოვდნენ და უკვე ორი წელია, ერთად არიან. როგორც ისინი აღნიშნავენ, საკუთარი მეორე ნახევრები იპოვეს და მთელი ცხოვრების ერთად გატარებას აპირებენ.

„ლოპოტაზე“ დასვენებისას წყვილმა იჯირითა, გაისეირნა და ლამაზი ბუნებით დატკბა და ვახშმითაც ისიამოვნა, სადაც უგემრიელესი კერძები დააგემოვნა.

რაც შეეხება კონკურსს, როგორც სალომე ამბობს, ფოტო მისმა დამ გააგზავნა, თავიდან ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ძალიან უხარიათ, რომ ამდენმა გულშემატკივარმა სწორედ მათ მისცა ხმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here