„MUSICBOX“ და „ფორტუნა +“ წარმოგიდგენთ პროექტს შეყვარებულებისთვის – გამოაგზავნეთ ფოტო და მოიგეთ პრიზები!..

0
1535

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „Musicbox“ და რადიო „ფორტუნა +“ სახალისო კონკურსს გთავაზობენ. უკვე შექმნილია სპეციალური გვერდი კონკურსისთვის „Love Story“. ვისაც საინტერესო სიყვარულის ამბავი გაქვთ, გინდათ, სხვებსაც გაუზიაროთ და თან, პრიზებიც მოიგოთ, ამისთვის 14 თებერვლამდე ხელსაყრელი პერიოდია.

თქვენი სიყვარულის ამბავი ერთ ფოტოში უნდა ასახოთ, ფოტო შესაბამისად, სასურველია, ორიგინალურად, დაასათაუროთ და განათავსოთ საიტზე http://fortunaplus.ge/lovestory. საიტზე შესულს რამდენიმე ველი დაგხვდებათ შესავსები, რომელთაგან ყველგან თქვენი პასუხი უნდა მიაწეროთ, ხოლო ბოლოს ფოტო ატვირთოთ. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, 18 წლის ან მეტის იყოთ.

გამოვლინდება ინტერნეტმომხმარებლის რჩეული, რომელიც მთავარ ჯილდოს მიიღებს, მას ლოპოტაზე დასვენების საშუალება მიეცემა და „მიუზიკბოქსი“ მასზე სიუჟეტს მოამზადებს. ტელეკომპანია „მიუზიკბოქსი“ და რადიო „ფორტუნა +“, ასევე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“ თავიანთ რჩეულებს გამოავლენენ, რომლებიც სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან, მათ შორის რესტორან „ტერასაზე“ ვახშმის ვაუჩერით და მულტიბრენდული, ექსკლუზიური სამკაულების გალერეა-ბუტიკის „Ponte Vecchio“-სგან დაწესებული საჩუქრებით. კონკურსი სტარტს 27 იანვარს აიღებს, გამარჯვებული 13 თებერვალს გამოვლინდება.

გაგვიზიარეთ თქვენი სიყვარული ერთ კადრში! გისურვებთ წარმატებებს!..

ატვირთე ფოტო

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here