ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს და ვიდეორგოლს აქვეყნებენ, სადაც ორივე ნასვამია. ვიდეორგოლში ანრი და ნინი ისრაელის ერთ-ერთ რესტორანში ფეხშიშველი ცეკვავენ.
„ამ ბოლო დროს ძალიან უსაქციელოები გავხდით ბაადურ… ხოლო, რესტორნიდან წამოღებულ ჭიქას და ტანსაცმელზე ყავის ნაკვალევს არ ვიმჩნევთ !!! 😂 😂 😂Nini Badurashvilivili“-წერს ჯოხაძე სოციალურ ქსელში.
ანრი და ნინი ისრაელში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ, სადაც ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის დღესასწაულზე იყვნენ მიწვეული. მათთან ერთად იმყოფებოდა სოფო ბედია, თაკო გაჩეჩილაძე და მანიკა ასათიანი. ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები თბილისში ორი დღის წინ დაბრუნდნენ.