მსოფლიო ვარსკვლავები ირჩევენ ქართველ დიზაინერებს (ფოტოები)

0
1507

ბოლო პერიოდში ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. უცხოელი ვარსკვლავები არცთუ იშვიათად ირჩევენ ამა თუ იმ ქართველი დიზაინერის კოლექციიდან რომელიმე ნივთს.

ბელა ჰადიდი – „Situationist“-ის სამოსში გამოჩნდა რამდენჯერმე, დაუტცენ კროსი თამუნა ინგოროყვას ირჩევს ხშირად, ლეიდი გაგამ გიორგი ქებურიას კოპლებიანი კაბით მოიწონა თავი, იზაბელ იუპერს პრესტიჟულ გამოცემასთან გადაღებისთვის ჯაბა დიასამიძის სამოსი შეურჩიეს, ანჯელინა ჯოლის – ამავე დიზაინერის მიერ შექმნილი ქუდი, კეტი პერიმ რამდენიმე „ლუქი“ „Mach & Mach“-ის ბოლო კოლექციიდან შეარჩია.

ქართველი დიზაინერებისადმი ასეთ დიდ ინტერესს „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას მიაწერენ, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საკუთარი ნამუშევრებით და მოდის კრიტიკოსთა აღფრთოვანება და აღიარება დაიმსახურა.

ქართველ დიზაინერთა კოლექციების ნახვა ფართო საზოგადოებას „ვოგის“ ონლაინგამოცემის ფურცლებზე შეუძლია ხოლმე, სადაც „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ მონაწილეები ბოლო დროს ხშირად ხვდებიან.

თბილისში ამ კვირეულის ორგანიზატორი, სოფო ჭყონია წერს: „უფრო მეტი და მეტი ცნობილი ადამიანი იცვამს ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს. ეს დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯია! ჩვენ მათ შესახებ კიდევ გავიგებთ მალე“. ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here