მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი „აიდა“-ში ამნერისის პარტიას ასრულებს და მსოფლიო მედიის წარმომადგენლები მოხიბლა. გარდა იმისა, რომ დარბაზი მას ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა, ქართველ საოპერო შემსრულებელს წილად ხვდა შესანიშნავი წერილები სხვადასხვა ცნობილი გამოცემისგან.
გთავაზობთ ამონარიდებს:
„მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იყო მგზნებარე, მაგრამ ამავე დრო ტკბილ ხმიანი. გადამწყვეტ მომენტებში ძალიან დაუცველი და მგრძნობიარე. ის,რომ ანიტა რაჭველიშვილი გამოკვეთილი, შთამბეჭდავი ამნერისია მოულოდნელი არ არის, მისი წინა წლების წარმოდგენებმა მეტროპოლიტან ოპერას სცენაზე “კარმენში”, “ტრუბადურში” და “პრინც იგორში” ცხადყო მისი პოტენციალი ამ როლში“ – New-York Times.
„გასაოცარია რომ სულ რაღაც 34 წლის ასაკში მეცო-სოპრანოს არამხოლოდ შეგროვებული აქვს ყველაზე რთულად შესასრულებელი პარტიები, არამედ მოახერხა რომ ეს პარტიები წარმოეჩინა არტისტული სომწიფით და დახვეწილობით. მან მიაღწია უამრავი ადამიანის იმ ოცნებას რომელსაც ზოგჯერ სცენაზე მრავალი წლის მოღვაწეობის შემდგომაც ვერ აღწევენ. ის ნამდვილად იქნება იმ მომღერალთაგანი რომელზეც შესაძლოა ათწლეულების და საუკუნეების შემდეგაც კი ვისაუბროთ“ – Opera Wire.
„არაჩვეულებრივი ქართველი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, რომლის ვარსკვლავიც ყოველ გამოჩენაზე უფრო მაღლა მიიწევს. რაჭველიშვილი ინტენსიური მომღერალია, რომელიც თანაბრად ფლობს ძალებს და ოთხშაბათს, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეჩვენებინა მისი ხმის ყველა ელფერი“ – New York Classical Review.
„ხანდახან ამბობენ, რომ ვერდის ამ ოპერას უნდა ერქვას “ამნერისი”, რადგან ეგვიტის ფარაონის ასული ასრულებს ამ ოპერის ყველაზე დრამატულ სცენებს. მისი სიბრაზე, ტკივილი და გლოვა “განკითხვის სცენაში” ადვილად ჰპარავს სცენას “აიდა”-ს. ანიტა რაჭველიშვილის მკერდის ხმა იყო მიმზიდველი და ძლიერი და მისი ხმა აძლევდა ყველა შესაძლებლობას, რომ თავი წარმოეჩინა ოპერის რთულ და კულმინაციურ მომენტებში. მისი ბოლო მაღალი ნოტი “განკითხვის სცენა”-ში სიძლიერით გამოირჩეოდა“ – Bachtrack.
ანიტამ იპოვა განსხვავებული ნიუანსი მის ხასიათში,უფრო დადებითი: მისი ამნერისი არ არის ბოროტი,ის არის ტრაგიკულად მიზანმიმართული და საბოლოოდ დანგრეული სინანულისა და სირცხვილისგან – Observer.