მსმენელს ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება მიეცემა

0
1564

„შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, 15 სექტემბერს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, სახელგანთქმულ პიანისტს, ხატია ბუნიათიშვილს უმასპინძლებს. მას კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ექნება.

ბილეთები ზემოხსენებული ღონისძიებისთვის ორ საათში გაიყიდა. მოთხოვნა ძალიან დიდია, ამიტომაც გადაწყდა, რომ გენერალურ რეპეტიციაზე, მსმენელს უფასოდ დასწრების საშუალება ექნება.

შესაბამისი განცხადება „შემოდგომის თბილისის“ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა:

„ძვირფასო მსმენელებო, მოგეხსენებათ რაოდენ დიდია 15 სექტემბერს დაგეგმილი, ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტის მიმართ ინტერესი, მსმენელის თხოვნის გათვალისწინება – კონცერტის დამატების შესახებ ვერ ხერხდება ხატია ბუნიათიშვილის დაკავებული საკონცერტო რეჟიმის გამო, შესაბამისად ჯ.კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურული ცენტრისა და თავად ხატიას გადაწყვეტილებით, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება მიეცემათ მათ, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოასწრო! დარბაზში შესვლა შესაძლებელი იქნება ცენტრის ცენტრალური კარებიდან“.

როგორც „ფორტუნამ“ ექსკლოუზიურად შეიტყო, კონცერტზე დასწრების საშუალება ექნება პირველ 1000 კაცს, რომელიც დარბაზში შესვლას შეძლებს. ეს არის ის რაოდენობა, რასაც იტევს ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის დარბაზი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here