მსახიობი ზურა გორგაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

0
1893

მსახიობი ზურა გორგაძე, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. საქმე ის გახლავთ, რომ ზურას ძმისშვილს, 7 წლის გაბრიელ გორგაძეს, ცერებრალური დამბლის სინდრომის გამო, სიარული არ შეუძლია.

მსახიობი აქტიურ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს, რაშიც სოციალურ ქსელს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. გთავზობთ ზურას ემოციურ პოსტს ამ საკითხთან დაკავშირებით:

“არ გავჩერდები, არ მომერიდება, არა, არ ვუღალატებ!!!
მე მინდა, ოჯახში ჩემი ერთადერთი პატარა, ჯანმრთელი იყოს, მე მინდა ისიც სხვა ბავშვებივით დარბოდეს ეზოში, მინდა სკოლიდან გაოფლილმა მოირბინოს თავისი ფეხით, მინდა მასთან ერთად ვირბინო, ვისეირნო, ვიგიჟო (თუმცა ეს ისედაც არ გვაკლია)…. ყოველ დილით მთხოვს სამსახურში წავიყვანო, მაგრამ არ შემიძლია, რადგან მას ინდივიდუალური
ყურადღება სჭირდება!” – წერს მსახიობი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here