მსახიობი დინ ჯონსი გარდაიცვალა

0
41

ამერიკელი ვარსკვლავი დინ ჯონსი 84 წლის ასაკში, პარკინსონის დაავადებით გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის ოჯახის წევრებმა გამოცემა “Variety”-სთან საუბრისას დაადასტურეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დინ ჯონსის ახლობლები აცხადებენ, მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა პარკინსონის დაავადებით. წლების განმავლობაში ის მედიკოსების ყურადღების ქვეშ იყო და გამუდმებით იღებდა წამლებს, რომლებიც მას მხოლოდ სიმპტომების შესუსტებასა და ცხოვრების გახანგრძლივებაში ეხმარებოდა…

ჯონსი ცნობილი დისნეის ფილმებში შესრულებული როლებით გახდა, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 90-მდე კინოროლი ირიცხება. ის ასევე თამაშობდა ბროდვეიზე და შესრულებული აქვს რამდენიმე საუნდტრეკი სხვადასხვა ფილმებისთვის.