ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის „ფეისბუქ“-გვერდზე ქვეყნდება ფოტო, რომელზეც ასახულია თეატრის შესასვლელთან გაკეთებული წარწერები: „მსახიობი? 20 ლარი“.
თეატრის ადმინისტრაცია მიმართავს მკითხველს, გამოხატონ საკუთარი აზრი ამ წარწერასთან დაკავშირებით:
„ძვირფასო მეგობრებო, ორი დღის წინ, ჩვენი თეატრის შესასვლელთან და თეატრის კედელზე გაჩნდა წარწერა…
მიუხედავად დიდი განსჯისა, ჩვენ ვერ შევძელით და ვერ ამოვხსენით წარწერის მთავარი სათქმელი.
მოგმართავთ თქვენ , ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, მოგვწეროთ თქვენი მოსაზრება.
კარგი იქნება, თუ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ თვითონ ავტორი შეგვეხმიანება და აგვიხსნის რისი თქმა სურდა“.
ერთ-ერთი კომენტარის ავტორი, ბექა ხაჩიძე წერს:
„რა არის აქ გაუგებარი? მსახიობების ანაზღაურება რამდენია, არ იცით? მე მგონი ამ ცინიზმზეა ლაპარაკი, რო ადამიანები ყირაზე გადადიან, თავს არ ზოგავენ და ამაში 20 ლარს უხდიან“.
გთავაზობთ სხვა კომენტარებსაც:
„რა თქმა უნდა, დაბალი ანაზღაურების პროტესტია და გადაღებებზე დიდი ამბით კასტინგს რომ აცხადებენ და არჩეულს გადაღებაზე მთელი დღის მონაწილეობასა და წვალებაში 20 ლარს უხდიან“.
„ალბათ ის რომ მსახიობის შრომა სათანადოდ არ არის დაფასებული, შეიძლება, თავადაც მსახიობია და ეს პროტესტი იყო მისი მხრიდან“.
„მსახიობის პროფესია 20 ლარი რომ ღირს ამ ქვეყანაში, მაგას აპროტესტებს ადამიანი“.