მორიგი დაპირისპირება შოუ-ბიზნესში: “გოგას ჩვენ კი ვაპატიეთ, მაგრამ მთავარია ხალხმა აპატიოს“

0
2732

ჯგუფი “სახე” 20 წლის იუბილეს ვარსკვლავით ხვდება, რომელსაც ფილარმონიის წინ 14 მაისს გაუხსნიან.

სცენაზე ჯგუფის ორი წევრი დათო ფორჩხიძე და დათო ხუჯაძე იდგებიან, მესამე წევრი, ახლა უკვე პოლიტიკოსი გოგა ხაჩიძე, ვერ დაითანხმეს, საიუბილეო კონცერტზე გამოსულიყო.

დათო ფორჩხიძე: “რაც “სახე” დაიშალა გოგას მას შემდეგ ვეხვეწები, რომ კიდევ ერთხელ ვიმღეროთ ერთად. მაგრამ უარი გამოგვიცხადა, ბიჭებო, მაპატიეთ არ შემიძლიაო.”

დათო ხუჯაძე: “ჩვენ კი ვაპატიებთ, მაგრამ მთავარია ხალხმა აპატიოს. არ ვიცი გოგამ რატო გადაიფიქრა, ალბათ ამის მიზეზი აქვს. სცენაზე დიდი ხანია არ გამოსულა და ალბათ ამის შიშიც აქვს. დიდიხანია გოგასთან შეხება რა მქონია. ჩვენი მხრიდან საკმაოდ ხალისიანი შეთავაზება იყო, მისგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ.”

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here