ახალგაზრდა მორაგბე დაჩი კოპაძე დაოჯახდა. მისი რჩეული ლიკა არველაძე გახლავთ. ის და ლიკა არველაძე ერთმანეთს წლების მანძილზე ხვდებოდნენ. ინფორმაციას ამის თაობაზე, გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. ჯერ კიდევ მაშინ როცა მორაგბე მეგაშოუში „ორი ვარსკვლავი“ მონაწილეობდა, „პრაიმტაიმს“ ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუ სათაურით, “ჩემი მეორე ნახევარი მოკლე კაბას ვერც გამიბედავს“, ყველა საიტმა გააზიარა. მორაგბეს თავის მართლება მოუწია.
“არასწორად დაწერეს, გამომწვევად მოკლე კაბა ვიგულისხმე და არა უბრალოდ მოკლე კაბა” – წერდა დაჩი სოციალურ ქსელში. მერე შოუებში ყვებოდა, როგორ წამოაცდევინა ჟურნალისტმა მისთვის არაპოპულარული ფრაზები.
დაჩი კოპაძე სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ინტერვიუებზე უარს ამბობს.