მომღერალი გოგა მესხი და მისი ულამაზესი მეუღლე, მარიამ ივარდავა დეკემბრის ბოლოს გოგოს ელოდებიან. წყვილს პირველი შვილის სახელი მოფიქრებული აქვს, ბავშვს ელენეს არქმევენ. მარიამის ორსულობა, როგორც თვითონ აღნიშნავს, მარტივად არ მიმდინარეობს: „არც ღამით მძინავს, არც დღისით, საჭმელსაც ნორმალურად ვერ ვჭამ და ვერსად ვერ გავდივარ, ასე რომ სახარბიელო ორსულობა ნამდვილად არ მაქვს“.