მომღერალ ლევან წვერავას პირველი ფოტო ნანატრ ვაჟთან ერთად

0
409

ჯგუფ „სეიშენის“ წევრმა, ლევან წვერავამ, მეუღლესთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, დუეტი „ლეონიი“ ჩამოაყალიბა. ერთობლივად ცოლ-ქმარი ახალ-ახალ სიმღერებს სთავაზობს მსმენელს. მათ რამდენიმე სიმღერას „იუთუბზე“ ასიათასობით ნახვა აქვს.

სიმპათიური წყვილი წლებია, დაქორწინებულია, მაგრამ მათ შვილი არ უჩნდებოდათ. ახლახან ეს დიდი ოცნება აიხდინეს და ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ნოე დაარქვეს.

ნოესთან ერთად ბედნიერმა მამიკომ ახლახან პირველი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„პირველი ერთობლივი ფოტო. მამა და ნოე“.

რასაკვირველია, ფოტოს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here