მომღერალ ინდირა ჯგერნაიას მშობიარობას 14 კაცი დაესწრო

0
2937

მომღერალ ინდირა ჯგერნაიას ახლახან ბიჭი შეეძინა. მან ანდრია საყვარელი მამაკაცისგან გააჩინა. ინდირას გარშემო ამ 9 თვის განმავლობაში მითქმა-მოთქმა და ჭორები არ წყდებოდა.

როგორც ინდირა ამბობს, ბავშვის მამას, რომელთანაც ოფიციალურად ქორწინებაში არ იმყოფება, სამშობიაროში რომ მიდიოდა, მესიჯი მისწერა, მაგრამ მამას ეძინა და ბავშვის სანახავად დილას მივიდა.

მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას დასძენს, რომ მისი მშობიარობა 16 საათზე მეტს  ხანს გრძელდებოდა.

„ჩემს მშობიარობას ზუსტად 14 ადამიანი ესწრებოდა. ასეთი რამ არც ერთ სამშობიაროში არ მომხდარა. არადა, ადრეც აღვნიშნე ინტერვიუში, რომ წინააღმდეგი ვიყავი, მშობიარობის პროცესს ვინმე დასწრებოდა, მაგრამ ჩემი ტკივილის, სიგიჟის დამსახურებით, სხვა გზა არ დამრჩა“ – აღნიშნავს ინდირა ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here