„ნიჭიერის“ რეიტინგი ყოფილ და ახლანდელ „რუსთავი 2“-ელებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა. გუშინ „ნიჭიერი“ „იმედის“ ეთერში პირველად გავიდა. ამასთან დაკავშირებით, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ტელეშოუს არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა.
ნანუკა აღნიშნავს:
„ნიჭიერმა არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ რომ ეს შოუ იყო რუსთავი 2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას.
მე მიყვარს „ნიჭიერი“. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძვირფასი ნაწილია, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ სხვაგან. არ მიყვარს მოგონილი სოლიდარობა.
რაც არ უნდა გააკეთო რუსთავი 2-ზე ბრჭყვიალებს, და რთულია ამ შედეგის მიღება სხვაგან. ამის მეტი რა ვიცი. ბედნიერი დღე ყველას და გახსენებთ, ხვალ ნანუკას შოუა:)“
როგორც „ნიჭიერის“ გუნდი ამბობს, ტელეშოუმ რეიტინგი მოხსნა და რეკორდული შედეგი აჩვენა ყველა მთვლელის მიხედვით.
ამის თაობაზე სტატუსი „ნიჭიერის“ ხელმძღვანელმა, ტელეპროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამაც გამოაქვეყნა და წერს:
„მადლობა „იმედის“ გუნდს იმისთვის, რომ რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალრეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო. რეიტინგის ყველა ოფიციალური დამთვლელით, „ნიჭიერის“ პირველმა სერიამ სატელევიზიო სეზონის რეიტინგის რეკორდი მოხსნა. „ნიჭიერი“ ყველგან „ნიჭიერია“ და ყველგან ნომერი პირველი! Don’t believe, just watch“