მოგონილი ამბები ჯაჯანიძის შოუში? – “სხვა რაკურსის“ პროდიუსერი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს

0
93

გია ჯაჯანიძის გადაცემის ყოფილი პროდიუსერი, ნიკა ჭავჭავაძე, რომელმაც “სხვა რაკურსი“ აგვისტოში დატოვა, აცხადებს, რომ გადაცემის მომზადებისას 10-15 თემა მისი მოგონილი იყო, თემების შესაბამისად სტუმრებად საკუთარი მეგობრები მიჰყავდა, რომლებიც კამერების წინ იტყუებოდნენ.

“ფორტუნა“ ორივე მხარეს დაუკავშირდა კომენტარებისთვის.

ნიკა ჭავჭავაძე:

“სხვა რაკურსი“ რომ იწყებოდა, იმ მომენტიდან მოყოლებული ვარ მათთან ერთად. თავიდან, გადაცემა იგეგმებოდა, როგორც რუსული “ოკნას“ ანალოგი. როგორც თავად იცით, ეს გადაცემა მთლიანად მოგონილ ამბებზე იყო აგებული. მეც ასე უნდა მემუშავა. “კაცი გამოძახებით“, აგენტი ბიჭი, გოგონა, რომელიც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა, ეს და სხვა კიდევ, 10-15 ამბავი იყო ჩემი მოგონილი. ყველა ის ადამიანი, ვინც ეთერში ამ თემაზე მოვიწვიეთ, ჩემი მეგობრები იყვნენ. სწორედ ამ გადაცემებით ამოქაჩა “სხვა რაკურსმა“ და გახდა რეიტინგული.

სამსახურიდან წამოსვლამ იმიტომ ხომ არ მოგიწიათ, რომ შეიტყვეს ამ მოგონილი ამბების შესახებ? გია ჯაჯანიძემ იცოდა, რომ თქვენი მეგობრები მოგყავდათ და ისინი კამერების წინ იტყუებოდნენ?

იხილეთ სრულად >>>

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here