“მოძალადე არასდროს არ ვყოფილვარ” – ვის უხდის საჯაროდ ბოდიშს შალვა რამიშვილი?!

0
85

შალვა რამიშვილი მსახიობ თათია სამხარაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და ფეისბუქის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ტელეკომპანია “იმედიდან” მისი გათავისუფლების თემას ეხმაურება და მიზეზებზე საჯაროდ საუბრობს.

“მეგობრებო!
როგორც ირკვევა თათია სამხარაძეს (ტასო ბარნოვა) აქვს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს რომ თითქოს მე ვანხორციელებ მასზე სექსუალურ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ მე (“მოძალადემ”) გუშინწინ უკვე მივმართე პროკურატურას ამ “ფაქტის” გადასამოწმებლად ხოლო გუშინ საჯაროდ მოვუწოდე სამხრაძეს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისაკენ – “მსხვერპლი” არ აკეთებს ამას და საჯარო პრესკონფერენციას ატარებს ფემინისტებთან ერთად.

მეგობრებო!
მე ვიცი რომ ზოგიერთ თქვენგანს არ მოვწონვარ და ვძულვარ კიდეც. მე არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს არ ვყოფილვარ. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც, იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები… მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბრალდებები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გაისმის კამპანიურ ხასიათს იღებს. ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს წააგავს. ჩემი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ყოველივე ან პროკურატურაში ან/და სასამართლოში გაირჩეს.

ახლა ორიოდ სიტყვა “იმედზე”: ეს მე ვარ ის კაცი, რომელიც საჯაროდ მოითხოვდა და მოითხოვს ტელეიმედისაგან ჩემი და ჩემთან ერთად 40 კაცის გაგდების მიზეზის დასახელებას. იმედია მოვლენათა განვითარება მიახვედრებს ტელევიზიის დირექტორს, რომ ჩირგვებში ჯდომა უკვე შეუძლებელი ხდება და ის მოუყვება პროკურატურას და საზოგადოებას “შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან” (ციტატა ტელევიზიის განცხადებიდან) საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზს.

ტელევიზიის საქციელი სამარცხვინოა!!! თავისი დუმილით “იმედის” დირექტორი ფაქტიურად ხელს უწყობს ჩემი მაკომპრომენტირებელი ცნობების გახმაურების პროცესს!!!

წინ გველის მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები! შევახსენებ ყველას, რომ ძალადობის მტკიცების ტვირთი არის ამ “ძალადობის” ჰიპოთეტიურ “მსხვერპლზე”.

მოვუწოდებ მოქალაქეებს! დაიცავით კანონი და მიუხედავად ჩემდამი პირადი დამოკიდებულებისა სასამართლოს გადაწყვეტილებებამდე შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ ობიექტურობა.

აქვე საჯაროდ ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს და ოჯახის წევრებს. გაოცებული ვარ ჩემი ცოლის გამძლეობით, რომელიც მიუხედავად ამდენი ლაფისა მაინც გვერდში მიდგას და მამხნევებს!
მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here