მოაკლდა თუ არა მეუღლის ყურადღება შვილის შეძენის შემდეგ აჩიკო სოლოღაშვილს

0
359

მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილსა და ტელეჟურნალისტ ნუცა ქავთარაძეს, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ბიჭი, სანი ახლახან შეეძინათ.

ბედნიერი მამიკო ემოციებს ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს.

კითხვაზე, ხომ არ მოაკლდა მეუღლის ყურადღება შვილის შეძენის შემდეგ, მსახიობი ასე პასუხობს:

ეგოისტი ყოველთვის ვიყავი და ვარ, ნუცა კიდევ ჭკვიანი გოგოა და მან კარგად იცის, როგორ გადაანაწილოს ყურადღება, ამიტომ საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს…

ნუცა კიდევ უფრო თბილი ყოფილა, ვიდრე მეგონა. რა თვისებებიც მასში მომწონდა და მიყვარდა, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდა…

ნუცას ორსულობა პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ამის გამო შევძელი მასთან უფრო მეტი დროის გატარება. ის ბევრ კომპლიმენტს იმსახურებს, იმდენად კარგი და უპრობლემო ორსული იყო. როგორც შეგვეძლო, მთელი ეს პერიოდი აქტიურად ვცხოვრობდით. ზღვაზეც მოვასწარით ყოფნა, როდესაც სანი მუცელში ორი თვის იყო…“

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here