ყველაზე ეროვნული და სახალხო პროექტი „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები, სოფო ბათილაშვილი და კონსტანტინე კარანაძე თაკო მექვაბიძის გადაცემა „რადიო დუეტს“ სტუმრობდნენ, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრეს. ორივე კონკურსანტი ინდივიდუალურობით გამოირჩევა და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარიც ჰყავთ. ბუნებრივია, ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაინტერესდა თუ რა მოლოდინები აქვთ კონკურსანტებს და როგორია ყოველ ლაივ შოუმდე მომზადების პროცესი.