„მხოლოდ ქართულის“ ლაივები დღეს იწყება – მაყურებლის ზარები უფასო იქნება

0
1491

23 აპრილს რუსთაველის თეატრში „მხოლოდ ქართული“ იწყება. ლაივკონცერტების განმავლობაში საინტერესო ქართული სიმღერები გაცოცხლდება. პირველ ტურში კი ვაჟა აზარაშვილისა და გოგი ცაბაძის ნაცნობი კომპოზიციების ახალ ვერსიებს მოვისმენთ. ახალ ვერსიებზე კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე მუშაობს, კონკურსანტებს სცენაზე გვერდს „ნიუტონის“ მუსიკოსები დაუმშვენებენ.

კონკურსანტების ბედს ჟიური და მაყურებელი თანაბრად გადაწყვეტს, ზარები კი უფასოა და ერთი ტელეფონიდან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელებაა შესაძლებელი. ჟიურის სამ წევრს კიდევ ორი დაემატება. როგორც გიორგი უშიკიშვილმა ტელესიუჟეტში აღნიშნა, ჟიურის ორივე წევრი მეგრელია. სოფო ნიჟარაძემ კი ჟიურის ერთ-ერთ წევრზე თქვა, რომ ის მისი პირადი სუსტი წერტილია და მახვილი ენა აქვს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი არის გიორგი გაბუნია.

დღეს სცენას ათი კონკურსანტი დაიკავებს, რომლებიც მარინა ბერიძემ, გიორგი უშიკიშვილმა და სოფო ნიჟარაძემ მთელ საქართველოში ჩატარებული კასტინგების შედეგად შეარჩიეს.

როგორც ამბობენ, საინტერესო წყვილი გაუძღვება დღევანდელ შოუს, თუმცა ჯერჯერობით, უცნობი რჩება, ვინ იქნება ლაივშოუების წამყვანთა წყვილი, ასე რომ, დაველოდოთ დღევანდელ დღეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here